ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის გაფრენის დარბაზში სრულიად განსხვავებული, აეროპორტის კონცეფციაზე მორგებული კვების ობიექტი AIR FOOD გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის აეროპორტი ბაზარზე პირველია, სადაც ქართული კომპანია AIR FOOD გამოჩნდა. კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი ვიზუალური მხარე, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე.

„კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, კომპანია AIR FOOD-ის დამფუძნებელმა პავლე თავხელიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გახსნეს.

კომპანია ერთ კონცეპტუალურ სივრცეში აეროპორტის მგზავრებს 3 ტიპის მომსახურებას სთავაზობს: ბარის ტიპის მომსახურებას, სადაც წარმოდგენილია კოქტეილები, ადგილობრივი წარმოების პრემიუმ ხაზის ალკოჰოლური სასმელები, სწრაფი კვების ობიექტს, სადაც იყიდება Food box- ები ე.წ. take away მომსახურებით და შესაძლებელია მგზავრმა გაფრენისას თან წაიღოს, ასევე AIR FOOD-ის მომხმარებელს საშუალება აქვს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩები, ჰოთ დოგები და გამომცხვარი პროდუქტების ნაირსახეობა დააგემოვნოს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და კომპანია AIR FOOD-ის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა. ამ მიზნით, აეროპორტის კონცეპტუალური სივრცის ბარის ნაწილში, პირველად იქნება წარმოდგენილი ადგილობრივი წარმოების ღვინოები, მცირე ზომის მარნები, რომლებსაც სხვადასხვა ("ბაიას ღვინო", "მირიან იოსებაშვილის მარანი", "შატო ვარციხე", "ვინოტელი", "ოტიას ეზო"), ასევე ქართული ნუგბარი - „გორდული“ და ქართული ნატურალური ლიმონათი - „Re-Fresh“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული. სახელწოდებიდან გამომდინარე, კომპანია სამომავლოდ გაფართოებას საქართველოს სხვა აეროპორტებშიც გეგმავს.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს