სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები წარადგინა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების, აგრეთვე, ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობისა და წესების შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია და განხილვა გამართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, „შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების შესახებ“ რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების განხორციელების ვადებსა და წესებს, გამოძიების დაწყების საფუძვლებს, განმცხადებლის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს განსაზღვრავს.

„რეკომენდაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტის მონაწილეობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებითა და პრინციპებით შემუშავდა, რომელმაც არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებებზე დროული და ეფექტური რეაგირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყოს.

მეორე სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამართალდამცავების მიერ ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობასა და წესებს განსაზღვრავს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტის მიერ გაკეთებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს ეფუძნება. აღნიშნული ინიციატივა დაამკვიდრებს ხელბორკილის გამოყენების ერთიან სტანდარტს, შექმნის მოქალაქეთა უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს და დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეამცირებს.

საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, ორივე დოკუმენტი სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდება და შესასრულებლად სავალდებულო იქნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა