აჭარის უმაღლეს საბჭოში „2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ გადამუშავებული კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დაიწყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში „2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ გადამუშავებული კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ გადამუშავებულ კანონის პროექტს და 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი 10 დეკემბრამდე განიხილავს.

ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.

„საკითხი, კანონმდებლებს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინემ გვიანიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტი, რეგლამენტის შესაბამისად, გადაეგზავნა - უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს, ფრაქციებს, დამოუკიდებელ წევრებს, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და აუდიტის სამსახურს.

წამყვანი კომიტეტის დასკვნის წარდგენის შემდეგ, უმაღლესი საბჭო, აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია