ბადრი ჯაფარიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ ევროპულმა საბჭომ გაიზიაროს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, როცა ქვეყანას პროდასავლური კოალიცია ეყოლება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ევროპულმა საბჭომ გაიზიაროს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეს არის მთავარი.

ჩვენ გვინდა, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს ამ რეკომენდაციის გაზიარება და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა, რომელიც გამოყენებული იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ, როდესაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული, პროდასავლური, პროქართული კოალიცია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე