ბექა ოდიშარია - ზეთი და წყალი, ულტრამემარცხენეები და მამუკა ხაზარაძის მემარჯვენე ფლანგი ერთად როგორ უნდა გაერთიანდეს?!

ზეთი და წყალი, ულტრამემარცხენეები და მამუკა ხაზარაძის მემარჯვენე ფლანგი ერთად როგორ უნდა გაერთიანდეს?! - ეს ხალხი ვერაფრის ირგვლივ, ვერც ქვეყნის სიყვარულის ირგვლივ ვერ გაერთიანდება, რადგან მათ ქვეყანა არ უყვართ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

ამასთან, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, თუ ოპოზიცია გაერთიანდება კარგი იქნება, რადგან "ყველა ერთად შეგროვდება და შემდეგ პოლიტიკური ველიდან ერთად გადახვეტავენ".

ოდიშარიამ დღეს კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხზეც ისაუბრა. როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა აღნიშნა, კოალიციური მთავრობა ევროპული დემოკრატიებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ევროპის პოლიტიკური კულტურა, ქვეყნის მდგომარეობა და ოპოზიციის ადეკვატურობა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისგან განსხვავებულია.

"კოალიციური იქნება თუ არა საქართველოს მომავალი მთავრობა, ამას ქართველი ხალხი არჩევნებით გადაწყვეტს. თუ უმრავლესობაში "ქართული ოცნება" მოვა, ჩემთვის გაუგებარია უმრავლესობამ უმცირესობას - მით უფრო მავნებელ უმცირესობას ძალაუფლება რატომ უნდა გაუზიაროს?! მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს როგორც გამოიყურება სურათი - "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ძალიან დიდი უმრავლესობით მოვა და მთავრობას ერთპარტიულად თავად დააკომპლექტებს", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა