პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით იმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ) განხილვის თაობაზე

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივითა და გაეროს სააგენტოების, ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, იმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ) განხილვის თაობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოცემული დოკუმენტი შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

„აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს სამოქალაქო სექტორს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების უკუკავშირი.

ზემოაღნიშნული გეგმის შესრულების ეტაპზე მუშაობა სამოქალაქო სექტორთან ამგვარი ფორმატით კვლავ გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია