გიორგი ვოლსკი - სიბინძურეა ის, რაც გახარიამ თქვა

როცა ერთ გუნდს განუდგები და უღალატებ იმ პრინციპებს, რომელმაც ეს გუნდი და ამ გუნდში გახარია გააერთიანა, შეგიძლია ხელი მოაწერო ყველანაირ სიბინძურეს, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, რომლის განცხადებითაც “ეკონომიკური ზრდით 20-25 ოჯახი სარგებლობს საქართველოში“.

ვოლსკის შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია დიდი სოციალური პაკეტის შექმნა და ამ სიტუაციაში გახარიას მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება სიბინძურის გარდა, არარეალისტურია.

მისივე თქმით, არსებობს საკითხისადმი ადამიანური დამოკიდებულება, რომლითაც გიორგი გახარია ვერ დაიკვეხნის.

„გამორიცხულია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ფორმაციაში 20-25, თუნდაც 50 ოჯახი განაგებდეს სიტუაციას, მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია უპრეცედენტოდ დიდი სოციალური პაკეტის შექმნა, სადაც იხარჯება ყველაზე მეტი თანხა, რომ საზოგადოება, რომელიც არის მოწყვლადი, გადარჩეს და მთელ საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული შეღავათები, თუნდაც მედიცინის, ჯანდაცვის მიმართულებით და უამრავი სხვა რამ.

როდესაც სამხედროები, პოლიციელები, ადამიანები, ვინც ჩვენ გვიცავენ უკეთესი ცხოვრების პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილი და დევნილები - ეს ჩვენი მოურჩენელი პრობლემა, დევნილების პრობლემა იქნება ესოდენ მძლავრად მხარდაჭერილი, რასაკვირველია, სიბინძურეა ის, რაც მან თქვა და სიბინძურის გარდა, არარეალისტურია და ლოგიკურადაც რომ შევაფასოთ მოწყვეტილია იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოში არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ პიარულად თავისი აზრით სწორად დაალაგა, რომ ვიღაცებს თავს მოახვიოს კვლავ „ნაცმოძრაობის“ ნარატივი, თითქოს, ვიღაც განაგებს ფინანსების იმ რესურსებს, რომელიც, მისი აზრით, ხალხში არ არის გადანაწილებული. ეს სიბინძურეც არის და გარდა ამისა, არსებობს საკითხისადმი ადამიანური დამოკიდებულება, რომლითაც ასევე ვერ დაიკვეხნის ვერანაირად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა