მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება ხმამაღალი მხარდაჭერა, უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა - იმედი გვაქვს, კონსენსუსი 15 დეკემბერს მიღწეული იქნება

უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით არსებობს მხარდაჭერა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე.

„ვიცით, რომ საკითხს, რომელიც დეკემბერში დადგება დღის წესრიგში, ევროკავშირის საბჭოში სჭირდება კონსენსუსი, ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა. ჩვენ გვესმის უნგრეთის პოზიციები, რომელიც გამოითქმის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. რაც მთავარია, ჩვენთვის აქ ამოსავალი არის, რომ რა პროცესებიც ვითარდება და იმ პოზიციებმა, რაც დაფიქსირდება ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, არ დააზიანოს საქართველოს პოზიცია და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ დრომდე რაც გვესმის ასევე უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან, არის ის, რომ აპელირება კეთდება კონსენსუსის საჭიროებაზე. ეს ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების გახსნას სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა.

ეს იქნება ინტენსიური ერთი კვირა, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინტენსიური განხილვები თავად ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სხვაგვარად მოლოდინები არც იყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნგრეთის მხრიდან არსებობდეს საქართველოს საკითხზე მტკიცე მხარდაჭერა და კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იქნება წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენთვის იყოს სასარგებლო“ , - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება აქტიური, ხმამაღალი მხარდაჭერა, უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება.

„საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე. ჩვენ ეს არაერთხელ მოგვისმენია. ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა ძალიან ინტენსიური ორმხრივი ვიზიტების გაცვლაშიც, ორმხრივ ურთიერთობებშიც და ეს მხარდაჭერა რჩება ისევ ისეთი ძლიერი, როგორც აქამდე ვიხილეთ უნგრეთის მხრიდან. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება აქტიური, ხმამაღალი მხარდაჭერა და უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება. ის, რა საკითხებზეც მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა, უნგრეთისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ეს ეხება თავად უნგრეთის მოსახლეობას და ბუნებრივია, ეს პოზიციები გამოითქმის სწორედ აქედან გამომდინარე. რაც მთავარია, აქცენტი კეთდება კონსენსუსის აუცილებლობაზე და იმედი გვაქვს, ეს კონსენსუსი 15 დეკემბერს მიღწეული იქნება წევრ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა