დავით ბერძენიშვილი - შიშს დიდი თვალები აქვს, ირაკლი კობახიძის განცხადებები აჩვენებს, რომ ამაზე ფიქრობენ - პატარ-პატარა პარტიები თუ შეძლებენ დიდი სუბიექტის შექმნას, აშკარაა, რაღაც ფორმით სალომე ზურაბიშვილი ამ გაერთიანების მხარდამჭერი იქნება

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის გულშემატკივარი იქნება, თუმცა ამ ოპოზიციიდან არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარი.

ამასთან, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით ბერძენიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, „ჭორაობა“ უწოდა.

„ჭორიკნობა დაიწყო კობახიძემ და ბევრმა სხვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას იზამს, იმას იზამს. მე არ ვიცი, რას იზამს, მაგრამ შესაძლებლობა ბევრია. ამ ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იქნება აქტიური და მისი პოზიციები იქნება ცნობილი ჩვენი ამომრჩევლისთვის და საზოგადოებისთვის, რომ ის პოლიტიკურად გარკვეული პრეფერენციების მატარებელი იქნება, ეს სრულიად გასაგებია. ფორმები არ ვიცით როგორი იქნება, თორემ ეს პრეფერენციაც ძალიან რთული ამოსაცნობი არ არის. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი იქნება ოპოზიციის გულშემატკივარი, ამ ოპოზიციაში მაინცდამაინც 5 ნომრის გულშემატკივარი არ იქნება“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება პრეზიდენტის გადადგომისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მიუთითებს, რომ „შიშს დიდი თვალები აქვს“ და თავად „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ ამაზე.

„შიშს დიდი თვალები აქვს, ირაკლი კობახიძის ეს განცხადებები აჩვენებს, რომ ამაზე ფიქრობენ. აბა, აღარ არსებობს, ფორმალური პრეზიდენტია და პრეზიდენტად არც კი მოვიხსენიებთო? მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ეს მისი გადასაწყვეტია, სად დაინახავს მის პოლიტიკურ კარიერას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძნიშვილის თქმით, პატარა პოლიტიკური პარტიები თუ გაერთიანდნენ, სალომე ზურაბიშვილი რაღაც ფორმით მაინც მხარ მათ დაუჭერს.

„თუ განხორციელდა ის იდეა, რაზეც კარგა ხანია მეც ვლაპარაკობ, რომან გოცირიძეც, ხათუნა სამნიძეც... ცენტრი, რომელიც მესამე მგონია, უცებ შეიძლება აღმოჩნდეს პირველი პოლიტიკური ძალა. პატარ-პატარა პოლიტიკური პარტიები თუ შეძლებენ ერთი დიდი სუბიექტის შექმნას, მაშინ ეს ოპოზიციის ლიდერი გაერთიანება იქნებოდა და აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ გაერთიანების მხარდამჭერი იქნება რაღაც ფორმით“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა