პაატა მანჯგალაძე - იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა - არაფერი არ იცვლება

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა - არაფერი არ იცვლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს იწყება.

მანჯგალაძის თქმით, შემოთავაზებულ ცვლილებებს არც დეოლიგარქიზაციასთან აქვს კავშირი, როგორც ამას „ქართული ოცნება“ ამბობს.

„არავითარი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ეს არ არის, რომ იურიდიულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პარტიების დაფინანსების. ეს არის იმიტაცია, თვალებში ნაცრის შეყრა და რამდენჯერაც არ უნდა მკითხოთ, ვიტყვი, რომ ეს არის დონ კიხოტივით ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ყველა იურიდიული პირის უკან დგას ფიზიკური პირი და რა შემოწირულებასაც გააკეთებდა იურიდიული პირი "ქართული ოცნებისთვის", გააკეთებინებენ ფიზიკურ პირებს. არაფერი არ იცვლება ამით და ფარსში მონაწილეობის სურვილი არ მაქვს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება