„თიბისი ლიზინგმა“ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად PROPARCO-გან 10 მილიონი ევროს რესურსი მიიღო

საფრანგეთის განვითარების სააგენტო PROPARCO-მ საქართველოს უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას, „თიბისი ლიზინგს“, 10 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მათი უკვე რიგით მეორე წარმატებული ტრანზაქციაა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოზიდული ფინანსური რესურსი კიდევ უფრო გააძლიერებს „თიბისი ლიზინგისა“ და PROPARCO-ს პარტნიორობას და ხელს შეუწყობს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

კომპანიის განმარტებით, „თიბისი ლიზინგი“ აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. აღნიშნულ რესურსს „თიბისი ლიზინგი“ აქტივების პირდაპირ დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც ქვეყნის განვითარებადი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.

„თიბისი“ ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორატიულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

მათივე განმარტებით, ეს ტრანზაქცია ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რადგან მოზიდული ფინანსური რესურსის 40% სუფთა ენერგიისა და ენერგოეფექტურობის პროექტებზე იქნება მიმართული, ხოლო 10% იმ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც აძლიერებს ქალებს, როგორც მეწარმეებს, ბიზნეს ლიდერებს და ზრდის მათ ეკონომიკურ ჩართულობას.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია PROPARCO-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე Propacro-სთან მუშაობას“, - განაცხადა „თიბისი ლიზინგის“ ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი