აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ტრენინგებს უტარებს. ტრენინგები აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზანი ობიექტებში უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და გამართული შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ხელშეწყობაა. მოკლე ტრენინგ-კურსი ჩაუტარდა სასტუმროების HR მენეჯერებსაც. ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები ადამიანური რესუსრსების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებს დაეხმარება გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეა თანამშრომელი და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგის მისაღებად.

წლის ბოლომდე უწყება ასევე გეგმავს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით „სოციალური მედიის მართვა“, „ფსიქოლოგია გიდებისთვის“, საბაზისო კურსი სომელიებისთვის და ცნობილი სპიკერების საჯარო შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა. 26 დეკემბერს, რეგიონში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ გაიმართება. ღონისძიებაზე გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია