ანა ნაცვლიშვილი - ქალების ეკონომიკური პოტენციალი და რესურსი არ არის საქართველოში სათანადოდ გამოყენებული

ქალების ეკონომიკური პოტენციალი და რესურსი არ არის საქართველოში სათანადოდ გამოყენებული და ეს პრობლემაა როგორც ინდივიდებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის,- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში განაცხადა, სადაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც მან აღნიშნა, ქალთა ფინანსურ რესურსებზე გაუმჯობესების მიზნით, იქმნება სამუშაო ფორმატი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„ეს არის შეხვედრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ სამუშაო ფორმატი, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, რადგან ეს არის ერთ- ერთი ყველაზე უფრო მწვავე საკითხი როგორც ქალებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ქალების ეკონომიკური პოტენციალი და რესურსი არ არის საქართველოში სათანადოდ გამოყენებული და ეს პრობლემაა როგორც ინდივიდებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ქალების ჩაურთველობის შედეგად ქვეყანა კარგავს სერიოზულ მატერიალური დოვლათის შექმნის შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური მოწყვლადობა არის ერთ- ერთი მთავარი ფაქტორი ძალადობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე