რომან გოცირიძე - დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ორბანის მორიგი თაღლითური მცდელობები დამთავრდება ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდის წაგლეჯით და ის ვერ დაადებს ვეტოს უკრაინის გაწევრიანების პროცესს

შეუძლებელია საქართველომ, ბოსნია - ჰერცეგოვინამ და მოლდოვამ უკრაინისგან დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე სტატუსი, გაფართოების ამ პროცესში არ იქნება არც ერთი ეს ქვეყანა ცალკე წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე ვარაუდობს, რომ ორბანი რამდენიმე მილიარდის მიღებას ევროკავშირისგან შეძლებს და საკითხი დაბლოკილი არ იქნება.

„უნგრეთი უკიდურესად ამაზრზენად იქცევა, ვაჭრობს ფაქტობრივად. ორბანი ფაქტობრივად ჩამოყალიბდა როგორც უნგრელი ლუკაშენკო, რომელიც არის გამომძალველი და თავის ხრიკებით უნდა ის გაყინული ფული, რომელსაც ევროკავშირი უნგრეთს იმის გამო არ აძლევს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის ნორმები ირღვევა და ახლა ფაქტობრივად აშანტჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხით.

ბუნებრივია, ამ საკითხის გადადება უნგრეთის მოთხოვნით, რომელსაც აქვს ვეტოს უფლება, გამოიწვევს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხებას ყველა იმ ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლის საკითხიც ახლა უნდა განხილულიყო, მაგრამ ვიცით რა, ორბანის ვირეშმაკობა, მისი განცხადებები, რომ საფრანგეთში მოლაპარაკებებს დაიწყებს, საუბარია, რომ ზელენსკისაც შეიძლება შეხვდეს და ა.შ. როგორც ყოველთვის რაღაცას ბოლო მომენტში გამოსტყუებს ხოლმე ევროკავშირს და შემდეგ იცვლის პოზიციას, პირადად ჩემი აზრია, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. თუმცა, მან რამდენჯერმე დაბლოკა რუსეთის სანქციების ის ნაწილი, რომელიც მის ინტერესებში შედიოდა, მაგალითად მე-12 პაკეტში უნდა ყოფილიყო აკრძალვა ატომური სადგურებისთვის საჭირო ნედლეულის შესყიდვაზე ევროკავშირში და უნგრეთმა ამას დაადო ვეტო. მისი გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა ეხმარება რუსეთს და ის შეგვიძლია განვიხილოთ რუსეთის მოკავშირედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს.

შეუძლებელია საქართველომ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ და მოლდოვამ უკრაინისგან დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე სტატუსი. გაფართოების ამ პროცესში არ იქნება არც ერთი ეს ქვეყანა ცალკე წარმოდგენილი, მაგრამ დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ორბანის მორიგი ასეთი თაღლითური მცდელობები დამთავრდება ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდის წაგლეჯით და ორბანი ვერ დაადებს ვეტოს უკრაინის გაწევრიანების პროცესს, რაც ბუნებრივია მთელი პაკეტის განხილვის საფუძველი გახდება 15 დეკემბერს ევროკავშირში“, - განაცხადა გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა