ვანში არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ვანში არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვანს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და იძულებით პირად ინფორმაციას სთხოვდა.

მომხდარის გამო 16 წლის გოგომ პოლიციას თავად მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

მომხდარზე დაკავებულის ოჯახში საუბარი არ სურთ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია