IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson #Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო.

ინფორმაციას „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, IBSU ერთ-ერთია იმ 5 ქართულ წამყვან უნივერსიტეტს შორის, სადაც Thomson Reuters Foundation და BBC Media ერთობლივ პროექტს განახორციელებენ მაგისტრანტებისთვის.

„პირველ ჰიბრიდულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები. იგი BBC Media-ს პროგრამის Eastern Neighbourhood Counter Disinformation პრეზენტაციით გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ფოკუს-ჯგუფები და სტუდენტები. შეხვედრაში IBSU-ს მხრიდან მონაწილეობდა ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი.

პროექტი სამწლიანი იქნება და მიზნად ისახავს მაგისტრანტებისთვის ხარისხიან ინტერნეტმედიაში ანაზღაურებად სტაჟირებას მულტიმედიის მიმართულებით, პროფესორებისთვის კი ტრენინგების შეთავაზებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია