გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა სენატში გამართულ ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ აშშ-ში, სენატში გამართულ ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე მონაწილეობა მიიღეს.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმზე განხილულ მთავარ თემებს ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, აშშ მზადაა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

„ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც სენატში იმართება და მთავარი გზავნილი - გზა უსაფრთხოებისკენ გადის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზით და ჩვენი ამერიკელი და საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარონ. ამისთვის საჭიროა - მეტი ვაჭრობა, მეტი დასავლური და ამერიკული ინვესტიციები.

ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ეს, რომ ვითანამშრომლოთ უფრო სიღრმისეულად. პატრიოტი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ახლა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მსჯელობა ძალიან კონკრეტული და ცალსახა იქნება, რაც სამუშაო ადგილებს, ინვესტიციების შემოსვლას ნიშნავს, განვითარებასა და საბოლოოდ, უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, ისინი ამ დისკუსიებში არ არიან. როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, პირობას გაძლევთ, რომ ძალიან მალე ამერიკულ ინვესტიციებს შემოვიტანთ. თავისუფალი ვაჭრობაც გვექნება, სავიზო რეჟიმებსაც გავამარტივებთ და წავალთ წინ, მთავარია „ქართული ოცნება“, რომელმაც ჩიხად გვაქცია მოვიშოროთ და წავიდეთ წინ განვითარებისკენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე