შალვა პაპუაშვილი - საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს - საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე

საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ დამსახურებებზე დაყრდნობით საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„რაც შეეხება ოპოზიციის გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შესაძლოა ევროკავშირში რომელიმე ქვეყანამ იმის გამო, რომ უნგრეთს შესაძლოა, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს რაღაც საკითხის მიმართ, ამის საპასუხოდ, საქართველოს საკითხი დაბლოკონ, არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს ამ ოპოზიციას ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე.

ჩვენი და ევროკავშირის საერთო ევროპული ღირებულება არ გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს სხვის, ვიღაცის ჯინაზე. ეს კამათი, ან დისკუსია, რომელიც ევროკავშირში არის, არ არის ახალი დისკუსია და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მიუხედავად იმისა, თუ ეს დისკუსია საით მიდის და როგორია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ ქვეყანას, რომ მიიღოს დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება. საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება, არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე.

ჩვენ გვაქვს ევროპული კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია. ჩვენი მოლოდინია, რომ თუ გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, დამსახურებაზე დაყრდნობით საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. მე სხვა მოლოდინი არ მაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა