შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე - ეს არის ჩვეულებრივი „თვალში ნაცრის შეყრა“ ქართველი ხალხისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ხალხისთვის „თვალში ნაცრის შეყრაა“.

როგორც პაპუაშვილმა მედიას ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე უახლოესი მოვლენების შეფასებისას განუცხადა, თვალთმაქცობაა თითქოს, მიმდინარეობს პარტიის დაშლა ან პარტიიდან წევრების გამოყოფა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თავის დროზეც არავინ წასულა.

პაპუაშვილი პარტიებს: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ , „დროა“, „ლელო“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილებს უწოდებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც ძლიერია და 2024 წელს ხალხმა პასუხი უნდა გასცეს „ანტიქართულ გაერთიანებას“.

„საერთო ჯამში, რაც ხდება, ეს არის თვალთმაქცობა, თითქოსდა არის დაშლა, გამოყოფა, მცდელობა, რომ გათეთრდნენ იმ დანაშაულებრივი წარსულიდან, რაც მათ აქვთ და დანაშაულებრივი აწმყოდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობამ“ ოპოზიციაში ყოფნის დროს დაიგროვა, რომ მუდმივად ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. არის მცდელობა, რომ ერთი ჯგუფი რაღაცნაირად გაათეთრონ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი „თვალში ნაცრის შეყრა“ ქართველი ხალხისთვის. მთავარი სიბოროტე ქვეყანაში - "ნაციონალური მოძრაობა“, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება, რომელი ოფისში ვინ იჯდება, ეს არის იდეოლოგია, რომელსაც იზიარებს ყველა მისი დანაყოფი, მათ შორის, რომელიც ხან ცალკეა, ხან - მათთან ერთად არის. გიორგი ვაშაძეც გამოეყო დემონსტრაციულად და პირდაპირ, არა თუ აკრიტიკებდა, არამედ იყო მძიმე ურთიერთშეურაცხყოფები, დღეს ისევ „ნაციონალურ მოძრაობაშია“ ფორმალურად. იმიტომ, რომ არც არასდროს დაშლილა, არც არასდროს არავინ გამოყოფილა, „ნაციონალური მოძრაობა“ , "სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი“ , „დროა“, „ლელო“ - ეს ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები.

როგორც ჩანს, მთავარი მიზანი არის, რომ მოსახლეობა დააბნიონ, თითქოს რაღაცა განხეთქილება ხდება, სინამდვილეში ეს არის ერთი ქოლგა, ერთი იდეოლოგია, ერთი პარტია თავისი არსით, რომელ ოფისში ვინ იჯდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება კვლავაც არის ძლიერად და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ 2024 წელს ამ საკითხს ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა გასცეს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ დატოვა და ახალი პარტიის შექმნა დააანონსა. ამასთან პარტია ცალკეულმა წარმომადგენლებმა, მათ შორის თბილისის ორგანიზიის, ასევე საკრებულოების წევრებმა დატოვეს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა