შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვიზიტებზე - სააკაშვილსაც კი საჯაროდ და ღიად ფეხქვეშ არ გაუთელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კონსტიტუცია - ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი მტრობა

მიხეილ სააკაშვილსაც კი, საჯაროდ და ღიად ფეხქვეშ არ გაუთელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩეხეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მან ჯერ დადასტურებულად არ იცის პრეზიდენტის გამგზავრების შესახებ, თუმცა ეს თუ სიმართლე აღმოჩნდა, პირდაპირი, უხეში და ღია დარღვევა იქნება არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისაც.

„არ ვიცი, ის გაემგზავრა თუ არა უკვე ამ მოგზაურობაში, ეს მედიიდან გავიგე, თუმცა ეს თუ ასეა, ეს იქნება, რა თქმა უნდა, პირდაპირი, უხეში და ღია დარღვევა, არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების. ასეთი რამ საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია, არც მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დანაშაულები ჩაიდინა. არცერთ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც კი, საჯაროდ და ღიად ფეხქვეშ არ გაუთელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს კონსტიტუცია. იმ მხრივ, რომ იცოდა, ეს დარღვევაა და მაინც ღიად არღვევს საქართველოს ხალხის ნებას, ეს არის პირდაპირი უპატივცემულობა ქართველი ხალხის, ეს არის სახელმწიფო მოწყობის ფეხქვეშ გათელვა.

მე ადრეც ვთქვი, რომ ჩემი რჩევა იქნებოდა, არ გახსნას ეს პანდორას ყუთი კონსტიტუციის დარღვევისა, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ ის ამ ყუთს გახსნის, ის კარგავს უფლებას, რომ სხვას მიუთითოს კონსტიტუციის დარღვევაზე და თუკი ის ღიად, განზრახ და პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ, მას აღარ შეიძლება, რომ შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია, მის მიმართ არ დაირღვეს კონსტიტუცია. აი, ამ სამწუხარო ჩიხში შეჰყავს მას საქართველოს სახელმწიფო მოწყობა.

ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი მტრობა, როდესაც საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენელი არა შემთხვევით, გაუაზრებლად და არცოდნით, არამედ გააზრებულად და ცოდნით, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, იმის ცოდნით, რომ ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა, პირდაპირ და გააზრებულად არღვევს. ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება