შალვა პაპუაშვილი - ველით ევროპულ საბჭოში 14-15 დეკემბრის სხდომას, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს კანდიდატობის სტატუსი - ამ საკითხს წინ აღარაფერი უდგას

ამ საკითხს წინ აღარაფერი უდგას, ასე რომ, ჩვენ მოველით 14-15 დეკემბრის სხდომას ევროპულ საბჭოში, რათა ქართველმა

ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რომელზეც უკვე წელიწად ნახევარია მთელი სახელმწიფო მუშაობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებულ პოზიციებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი შეეშალოს, პაპუაშვილის განმარტებით, მათ, ვინც ამაზე საუბრობენ, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში გადაწყვეტილებები წევრი ქვეყნების მხრიდან ერთმანეთის „ჯინაზე არ მიიღება“.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, საქართველოსთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე მოცემულობა: პირველი, ჩვენ გვაქვს პოზიტიური დასკვნა ევროკომისიის, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მეორე, ჩვენ აქამდე ვისმენდით, რომ 27 ქვეყანას აქვს პოლიტიკურად გაცხადებული, რომ მხარს უჭერენ კანდიდატი სტატუსის მინიჭებას. ასევე, ამ საკითხს წინ აღარაფერი აღარ უდგას, ასე რომ, ჩვენ მოველით 14-15 დეკემბრის სხდომას ევროპულ საბჭოში, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რომელზეც უკვე წელიწადნახევარია მუშაობს მთელი სახელმწიფო. ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ვიყავით ლიდერები სხვა ქვეყნებთან მიმართებით. თუმცა, სამწუხაროდ, შარშან ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა. წელს ყველა წინაპირობა არსებობს ამისთვის, ასე რომ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, რომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული დაფუძნებული დამსახურებაზე.

რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ გადაწყვეტილებას ხელი შეეშალოს, არ მგონია მე, ისინი ვინც ამაზე საუბრობენ, ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე. ევროკავშირში გადაწყვეტილებები წევრი ქვეყნების მხრიდან არ მიიღება ერთმანეთის ჯინაზე და იმ შემთხვევაში, თუკი შიდა დისკურსია არსებობს და ეს არ არის ახალი შიდა დისკურსია, რომელიც ახლა მიდის, თუკი აქ მოხდება, ფიქრობს ვინმე, რომ ერთი სახელმწიფო შეიძლება იქცეოდეს უსამართლოდ (არ ვიცი, თუ ეს შიდა დისკურსის ნაწილია), ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა უნდა მოიქცეს უსამართლოდ საქართველოს მიმართ. ჩვენი გაზიარებული ევროპული ღირებულება სწორედ იმას ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიიღება სამართლიანად, ობიექტურად, დამსახურებაზე დაყრდნობით, ჩვენ ასე ვმოქმედებთ და ასეთივე მოლოდინი გვაქვს ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება სამართლიანი და არა ვინმეს ჯინაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის მტკიცებით, ასევე, წარმატებულად ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეების განმავლობაში იმოქმედებს 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და თუ კი ვინმე მზად არის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესით და არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ან პარტიული ინტერესით, ამ პროცესში ყველასთვის კარი ღიაა.

„რაც შეეხება 9 რეკომენდაციას და მასზე მუშაობას, იცით, რომ ჩვენ ევროკომისიასთან შეთანხმებით სამოქმედო გეგმაც შევიმუშავეთ, ამ 9 რეკომენდაციაზე სამუშაოდ. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ეს ფაზა დასრულდეს წარმატებით მომავალ კვირას და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. რა თქმა უნდა, შემდეგ ღიაა კარი ყველასთვის, ვისაც უნდა რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც ვიყავით წარმატებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. დრომ გვაჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებდა სწორად, მოქმედებდა საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის ინტერესებში და მოქმედებდა გააზრებულად იმ მიზნით მოძრაობით, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია. ზუსტად, ასევე, წარმატებულად ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეების განმავლობაში იმოქმედებს 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, თუ კი ვინმე მზად არის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესით და არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური და პარტიული ინტერესით ამ პროცესში ყველასთვის კარი ღიაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე