შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვაზე - კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს - გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოკუპაციის დროულად დასრულება.

"კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს. დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც შევხედით, რომ ოკუპაცია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას გულისხმობს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობა არის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპაცია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა