სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს, ანნა ჩუბინიძეს ღირსების ორდენი გადასცეს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის წარდგინებით აპარატის თანამშრომელს ანნა ჩუბინიძეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორდენი ანნა ჩუბინიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადასცა.

„საქართველოს სახალხო დამცველის მთელი აპარატი ვულოცავთ ქალბატონ ანნას ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მასთან ერთად ვიზიარებთ, როგორც პირადად მისი შრომისა და ღვაწლის აღიარებას, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის დაფასების სიხარულს.

ანნა ჩუბინიძე 1992 წლის 12 აგვისტოდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტში, რომელიც მოგვიანებით, 1996 წლის 16 მაისს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღების შემდეგ - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატად ჩამოყალიბდა. ამდენად, ქალბატონ ანნას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის 31 წლიანი, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობის 27 - წლიანი გამოცდილება აქვს. მისი უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით ათეულობით ადამიანის უფლება იქნა აღდგენილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში