ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სამშაბათს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, შეხვედრის მიზანია, ხაზი გაესვას შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსეთის სასტიკი შეჭრისგან.

„იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონების გამოყენებით დარტყმებს, ლიდერები განიხილავენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებსა და ამ კრიტიკულ მომენტში შეერთებული შტატების მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობას“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და აცხადებს, რომ პრეზიდენტები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ.

მათივე ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხზე აშშ-ს, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ერთიანობის უზრუნველყოფაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკი და ბაიდენი ასევე განიხილავენ მომავალი წლის თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ერთობლივ პროექტებს იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი იმ ფონზე ხდება, როდესაც კონგრესი უკრაინის დახმარების შესახებ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და „რესპუბლიკელების“ ლიდერმა მიჩ მაკკონელმა ზელენსკი სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს.

ზელენსკი ვაშინგტონს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მესამედ ეწვევა. ის აშშ-ს ბოლოს სექტემბერში ეწვია.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი