ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში ვიქტორ ორბანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან არგენტინაში მცირეხნიანი დიალოგი გამართა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ვიდეოტრანსლაციის დროს კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად განიხილავდნენ რაღაცას, მაგრამ მათი საუბრის ხმა არ ისმოდა და შესაბამისად, შინაარსიც უცნობია.

ორი ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც უნგრულ და არც უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია. უკრაინული მედია წერს, რომ საუბარი, სავარაუდოდ, წინასწარ არ იყო დაგეგმილი. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი არგენტინაში პრეზიდენტ ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრნენ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში