ოთარ შამუგია დუბაიში ჩეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში, ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს პეტრ ჰლადიკს შეხვდა.

მათივე ცნობით, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენცია (COP28) არის კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში 100 000 მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

როგორც ოთარ შამუგიამ ჩეხ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.

„მრავალი წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩეხეთის მხარესთან, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან დაცულ ტერიტორიებზე მღვიმეების კვლევისა და განვითარების მიმართულებით. გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 28) ფარგლებში შეხვედრა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად დინამიკურ განვითარებას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

„საქართველო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია. სულ რამდენიმე დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები, რათა შესრულებულიყო ის პირობები, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისთვის. გვქონდა ხელშესახები პროგრესი, რომელიც აისახა გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში; პროგრესი სათანადოდ იქნა შეფასებული ევროკავშირის მხრიდან”, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკმა აღნიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მზადყოფნა გამოთქვა გარემოს დაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით სათანამშრომლოდ.

„ჩვენ მოხარული ვართ საქართველოსა და ჩეხეთის თანამშრომლობით განსაკუთრებით ახალი დაცული ტერიტორიების პროექტების ფარგლებში. ჩვენ ასევე მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს დაახლოებას ევროპის კავშირთან და იმ გზას, რომელიც მან უნდა განვლოს მომავალში, რათა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. მართალია, მნიშვნელოვანია გაგაჩნდეს შესაბამისი კანონმდებლობა, იზიარებდე პრინციპებს, ასევე, უერთდებოდე ევროკავშირის მრავალ საერთო მიზანს, თუმცა, გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია თავად ის გზა, რომელიც საქართველომ განვლო ამ დაახლოების პროცესში და ჩვენ გვახარებს ეს მიღწეული შედეგი”, - განაცხადა პეტრ ჰლადიკმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების განხილვის მიზნით, ოთარ შამუგია ჩეხეთში მიიწვია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად