ანრი ოხანაშვილი - საქართველოს ჰყავს ფორმალური პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე გააუქმა მისი ინსტიტუტი და თანამდებობა

საქართველოს ჰყავს ფორმალური პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე გააუქმა მისი ინსტიტუტი და თანამდებობა, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს მასთან დაკავშირებით გამოკითხვებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა NDI-ის კვლევის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, ზურაბიშვილის საქმიანობას უმრავლესობა კარგად ან საშუალოდ (16% - კარგად, 41% - საშუალოდ) აფასებს.

რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ასეთი ტიპის გამოკითხვების მონაცემები ყოველ ჯერზე თავდაყირა დგება არჩევნებზე.

"დღეს საქართველოს ჰყავს ფორმალური პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე გააუქმა მისი ინსტიტუტი და მისი თანამდებობა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, ამიტომ არავითარი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს მასთან დაკავშირებით რაიმე გამოკითხვებს თუ ამ გამოკითხვების შედეგების შეფასებას.

რაც შეეხება პარტიებთან დაკავშირებულ შეფასებებს, ყოველ ჯერზე ვნახულობთ ფაქტებს, სადაც განისაზღვრება ჩვენი მოქალაქეების რეალური არჩევანი. ყოველ ჯერზე ასეთი ტიპის გამოკითხვების მონაცემები დგება ხოლმე თავდაყირა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრად მეტი პროცენტული მაჩვენებელი იქნება ასახული ციფრებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვიდრე აქაა შემოთავაზებული", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს