გიორგი ბარამიძე - ნიკა მელია გიგა ბოკერიას გზას დაადგა - მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა, უნდა იყოთ მის გვერდით, სხვა ყველაფერი განწირულია პოლიტიკური განულებისკენ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, NDI-ის კვლევა პოლიტიკური კლასისთვის ცუდი შედეგია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მიუხედავად ცუდი შედეგისა, აღნიშნული კვლევა ფრუსტრაციაა, რადგან ამომრჩეველთა 72%-მა უარი თქვა გამოკითხვაში მონაწილეობაზე.

„რა თქმა უნდა, NDI-ის კვლევა მთელი პოლიტიკური კლასისთვის ცუდი შედეგია, მაგრამ 10 ადამიანიდან 7-მა უარი თქვა გამოკითხვაში მონაწილეობაზე. 72%-მა თქვა, რომ არ მიიღებდა გამოკითხვაში მონაწილეობას. წარმოიდგინეთ, როგორი ფრუსტრაციაა, როგორი უნდობლობაა, შიშიც არის გარეული და სურვილის არ ქონა.

რეალობა გვაქვს, რომ მიუხედავად დაშინებისა, ქურდული სამყაროს ჩართულობისა, პროკურატურის, მოსყიდვისა, ოპოზიციამ 2020 წელსაც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც და 2021 წელსაც გაიმარჯვა“, - განაცხადა ბარამიძემ.

გარდა დღეს გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისა, ბარამიძემ ისაუბრა პარტიის გარშემო მიმდინარე პროცესებზეც და გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ახალ პარტიას ექნება მთავარი ამბიცია - იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით.

ბარამიძის მოსაზრებით, მელია სააკაშვილს არ ახსენებს, იმიტომ რომ მისი ეშინია და მელიას სურვილია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ხმები „წაიღოს“.

„სააკაშვილს არ ახსენებს, რადგან სააკაშვილის ეშინია და არ მოსწონს კონკურენტად. სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ თავი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. რაღაცის დანახვა, რომ არ გინდა და თვალებს დაიბრმავებ, ამით რეალობა არ შეიცვლება. ამ პარტიის სახე, მთავარი ლიდერი და ადამიანი, ვის გამოც ხმას აძლევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის სააკაშვილი და ამაზე კამათი სისულელემდე მიგვიყვანს.

სააკაშვილის იმიტომ ეშინია, რომ მისი სურვილია, რომ რაც აქვს სააკაშვილს ჩამოაჭრას და თავისთვის წაიღოს“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, უნდა თუ არა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის წაყვანა, ბარამიძე პასუხობს, რომ კი.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა და ვერ წიაღებს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ - მეგობრებო, ვინც გახვალთ, გაიზიარებთ „ევროპული საქართველოს“ ბედს. ახლა დაადგა ნიკა მელია გიგა ბოკერიას გზას“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პარტიაში ძირითადი გადაწყვეტილებების და ძირითადი ხაზის განმსაზღვრელია მიხეილ სააკაშვილი და არა კეზერაშვილი-მერაბიშვილი.

ბარამიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა.

„ჩვენს პარტიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა ადამიანი ახდენს ზეგავლენას. ვანო მერაბიშვილი, საერთოდ, ჩამოშორებულია. კეზერაშვილს რაც შეეხება, ტელევიზიის ხელმძღვანელია და პოლიტიკურად მხარს გვიჭერს. მერაბიშვილი ჰორიზონტზეც კი არ გამოჩენილა. მანამდე ზურაბ ადეიშვილსაც ახსენებდნენ, კაბინეტიდან არ გამოსულა, ადამიანი უკრაინაში იუსტიციის სამინისტროში იმ საქმის ხელმძღვანელია, რომელმაც ჰაგიის სასამართლოში პუტინის სანქციის გამოწერა გამოიწვია. ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩარევა.

სააკაშვილი პუტინის ტყვეობაშია ახლა, მაგრამ მას პარტიაში იმდენი ავტორიტეტი აქვს, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები და ძირითადი ხაზი განსაზღვროს. მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა. ვისაც გინდათ რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, უნდა იყოთ სააკაშვილის გვერდით, სხვა ყველაფერი განწირულია პოლიტიკური განულებისკენ. ნუ დაადგებით გიგა ბოკერიას გზას“, - აღნიშნა მან.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო