შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, შეიძლება სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ ერთია მათი მთავარი პრინციპი - ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს

ჩვეულებრივი დეზინფორმაციული შტურმი მიდის ქართულ საზოგადოებაზე - ცდილობენ გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ და ამით დააბნიონ ქართული საზოგადოება, თითქოს რაღაც სხვა ცენტრები იქმნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ბაქოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„სინამდვილეში, არის ერთადერთი ძალა ოპოზიციაში - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ფინანსური რესურსებით, მისი სხვა რესურსებით, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ აქვს. ეს არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაიბნევა, 2024 წელს არჩევანი იქნება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, შეიძლება სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ ერთია მათი მთავარი პრინციპი - ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა