თეა ახვლედიანს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოუსმენს

სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოუსმენს. სახელმწიფო მინისტრის მოსმენა, დაახლოებით, 17:30 საათზე დაიწყება.

ახვლედიანის პლენარულ სხდომაზე მოსმენა თავდაპირველად 15 დეკემბრის სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განმარტა, მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ასახული საკითხების გათვალისწინებით, მინისტრის მოსმენა დღევანდელი დღისათვის გადაწყდა.

სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. სახელმწიფო მინისტრი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვების უპასუხებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა