რომან გოცირიძე უმრავლესობას - ოპოზიციასაც რაღაცაში მიგვაღებინეთ მონაწილეობა, ელემენტარულ რაღაცებსაც არ თმობთ - პარტია, რომელსაც ოპოზიციის კანონპროექტების განხილვის ეშინია, ისტორიულ სანაგვეზე უნდა წავიდეს

ვინც ევროპის, უკრაინის წინააღმდეგ მიდიოდა და ვინც რუსეთის მხარეს იდგა ამ ერთი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ იყო. არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდა, ტყუილია, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია შესრულდა, - ამის შესახებ „ევრო ოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პარტია, რომელსაც ოპოზიციის კანონპროექტების განხილვის ეშინია, ისტორიულ სანაგვეზე უნდა წავიდეს.

„ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ და რამდენიმე დღეში, ძალიან დიდი ალბათობით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. რა თქმა უნდა, თუ „ქართული ოცნების“ ერთადერთმა მეგობარმა ევროკავშირში, უნგრელმა ლუკაშენკომ, ოდიოზურმა პიროვნებამ, ორბანმა ამ პროცესს არ შეუშალა ხელი, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მას არ ექნება იმის ძალა, რომ ევროპის გაფართოება შეაფერხოს. ყველაფერი გააკეთა ქართველმა ხალხმა, ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, ცალკეულმა პირებმა, ყველა ადამიანმა, რომ საქართველოს ეს ისტორიული შანსი არ დაეკარგა. ვინც ევროპის წინააღმდეგ მიდიოდა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ მიდიოდა და ვინც რუსეთის მხარეს იდგა ამ ერთი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ იყო. არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდა, ტყუილია, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია შესრულდა. სასაცილოა, რომ რეკომენდაციის შესრულებად ითვლება ის, რომ თურმე, პარლამენტმა სახალხო დამცველი აირჩია. წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერებაა, როგორი ქვეყანაა საქართველო, რომ მას პარლამენტში სახალხო დამცვლის არჩევის უნარი შესწევს. მერე ის კიდევ, რაღაც ელემენტარული შესასრულებელი გინდათ, რომ ჩაიწეროთ თქვენს არქივში, არაფერი გაგიკეთებიათ, ნუ აკეთებთ კვლავ ანტიევროპულ განცხადებებს, რაც ახლა მოვისმინეთ, თქვენ არავითარი ევროპა არ გინდათ... ოპოზიციასაც რაღაცაში მიგვაღებინეთ მონაწილეობა, ელემენტარულ რაღაცებსაც არ თმობთ, რადგან ამას განიხილავთ როგორც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტების შესუსტებად. ეს არის თქვენი არჩევანი - ორი ალტერნატივიდან - თქვენი ძალაუფლება თუ სტატუსი, ბუნებრივია, სტატუსს აქცევთ ზურგს და აქციეთ ზურგი, მაგრამ საბედნიეროდ, ზურგი არ გვაქცია ევროპამ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გაგიკეთებიათ, ალბათ, ქვეყანა მიიღებს იმ შანსს, რაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში შეიძლება ერთხელ მიეცეს ჩვენს მდგომარეობაში მყოფს სახელმწიფოს.

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, ამ კვირას ვამთავრებთ ჩვენ ამ სესიას და კვლავ გრძელდება ის ანტიკონსტიტუციური, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივი ქმედება, რასაც საქართველოს საპარლამენტო ცხოვრების ისტორიაში მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტი სჩადის. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი დაახლოებით, 70-მდე კანონპროექტი არ არის განხილული, თქვენ ალბათ, თვლა ძალიან კარგად იცით, 8 სხდომა უნდა ჩატარებულიყო, აქედან 4 სხდომა ჩატარდა და 3 პარასკევი გავაცდინეთ, რით ხსნის ამას პარლამენტის ხელმძღვანელობა? იმით, რომ საკმარისი საკითხები არ არის. ხუთშაბათს გამოვა ალბათ და გვეტყვის, ხვალ თავისუფალი ხართ, საკმარისი საკითხები არ არისო. ეს საკითხები კომიტეტებშია გაჭედილი, სად არის ჩვენი რეზოლუცია, რომელიც განხილული უნდა ყოფილიყო, უნდა გვემსჯელა, რატომ აფერხებთ? პარტია, რომელსაც ოპოზიციის კანონპროექტების განხილვის ეშინია, ისტორიულ სანაგვეზე უნდა წავიდეს, გეშინიათ, რომ მართალი სიტყვა ამ ტრიბუნიდან არ მივიდეს ჩვენს მოქალაქეებამდე“, - განაცხადა გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა