საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერიო-კვლევით ცენტრში სემინარს დაესწრნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერიო-კვლევით ცენტრს ეწვივნენ. მევენახეობა-მეღვინეობაში კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ღვინის ქიმიაზე, ზადებსა და დაავადებებზე სემინარი ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საინფორმაციო-გასვლითი ტური სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზატორობით ჩატარდა. ღონისძიებას უძღვებოდა სტუ-ის ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე.

სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, გასვლით ტურში, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის სამეცნიერიო-კვლევით ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესების სტუდენტებისთვის გაცნობა იყო, მონაწილეობა მიიღო აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის აგრარული ტექნოლოგიების მიმართულების სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამის 20-ზე მეტმა სტუდენტმა. როგორც ნატო ქათამაძე აცხადებს, გარდა პრაქტიკული კომპონენტისა, სტუდენტებისთვის სოფლის მეურნეობის სამეცნიერიო-კვლევით ცენტრში სტუმრობა დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვალიფიციური კადრების სამჭედლოა, რასაც ადასტურებს ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების კოეფიციენტი. სოფლის მეურნეობის სამეცნიერიო-კვლევით ცენტრში ჩვენი სტუმრობა ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი, ნაწილი სემინარს მოიცავდა, ხოლო, მეორე სამომავლოდ ცენტრში დასაქმების პერსპექტივას. მით უმეტეს, რომ ცენტრში დასაქმებულთა დიდი ნაწილი სწორედ სტუდენტობისას მივიდა იქ, დღეს კი წამყვან პოზიციებზე მუშაობენ. და რაც მთავარია, ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. სტუდენტებმა მწარმოებლებისაგან მიიღეს ინფორმაცია, ღვინის ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელობის შესახებ. ასევე, ღვინის ხარისხზე გარემო ფაქტორების გავლენასა და რთველის სწორედ წარმართვის მნიშვნელობაზე და ღვინის ზადებისა და დაავადებების გამოვლენის მიზნით, დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სტუ-ის რექტორს მხარდაჭერისთვის, ხოლო სოფლის მეურნეობის სამეცნიერიო-კვლევით ცენტრს მასპინძლობისა და საინტერესო სემინარისთვის“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ინფორმაციისთვის: 2013 წელის სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. ფაკულტეტზე ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის რვა პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.

2019 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის René-1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით განხორციელდა ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა (წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში). პროგრამა 60 კრედიტიან მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლები წარმართავენ და სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, ისინი ორ - სტუ-ისა და ფრანგული უნივერსიტეტის რენე 1-ის დიპლომს იღებენ.

2021 წლიდან სტუ-ს სამაგისტრო პროგრამა - მევენახეობა და მეღვინეობა. გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის - EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. რომლის შემადგენლობაშიც არიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და შვეიცარიის უნივერსიტეტები. სტუდენტებს აქვთ უნიკალური საშუალება ორი, ქართული და ფრანგული დიპლომი აიღონ. სტუდენტები ერთი წლით მიდიან კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ევროპული განათლება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში და მოამზადონ სამაგისტრო ნაშრომი.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა