ეროვნული ბანკი - მთავრობის,  ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, მიმდინარე წელს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მოცულობა გაორმაგდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს შეხვდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები, ამ მხრივ ბაზარზე არსებული დადებითი დინამიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს ასევე გააცნეს ბაზრის განვითარებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების სამომავლო გეგმები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ბაზრის განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესის ჭრილში, შეხვედრაზე ხაზი გაესვა კორპორაციული (საწარმოთა) ობლიგაციების ბაზრის ზრდის დადებით დინამიკას. კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, საქართველოში საჯაროდ შეთავაზებული კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამჟამად 1.8 მლრდ ლარს შეადგენს. აღნიშნული ბაზარი წლიურად საშუალოდ 40 პროცენტით იზრდებოდა, მხოლოდ მიმდინარე წელს კი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ წელს პირველად კორპორაციული ობლიგაციების სეგმენტზე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ლარის ობლიგაციების საჯარო შეთავაზება მოხდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ბაზრის განვითარების დადებით ტენდენციაზე და ინვესტორთა ინტერესის ზრდაზე ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური პროდუქტების მიმართ.

მსგავსი შეხვედრები ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებთან მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“