თეა ახვლედიანი - გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო/ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა ფინანსური მექანიზმის - „მშვიდობის ფონდის" მეშვეობით მიმდინარეობს

გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო/ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა ფინანსური მექანიზმის - "მშვიდობის ფონდის" მეშვეობით მიმდინარეობს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

თეა ახვლედიანის განცხადებით, ნდობის აღდგენის, დიალოგის, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვისა და მათ შორის ინტერაქციის წახალისების მიზნისკენ არის მიმართული სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" პრიორიტეტული განზომილებები.

„გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო/ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამოქმედებული უნიკალური ფინანსური მექანიზმის - "მშვიდობის ფონდის" მეშვეობით მიმდინარეობს. ფონდის საქმიანობა, მოგეხსენებათ, 2020 წლის ბოლოს შემოსული 27 ბიზნეს განაცხადით დაიწყო და დღემდე გამოცხადებული 4 საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 350 განაცხადზე გავრცელდა; მათ შორის, წელს შემოსული კვალიფიციური განაცხადების რაოდენობა 129-ს შეადგენს. ხოლო, ჯამურად, დაფინანსებული და მიმდინარე პროექტების რიცხვი 100-ს აღწევს. ჩვენი ინიცირებით, წელს ცვლილებები განხორციელდა გრანტების შესახებ კანონში და ამგვარად, ფონდს, ფიზიკური პირების დაფინანსების გარდა, საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლება მიენიჭა. აღნიშნული განვითარება, ასევე, შესაძლებელს გახდის, ეტაპობრივად, მცირე და საშუალო ზომის ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნეს პროექტების დაფინანსებას. მისასალმებელია, რომ, ფონდის წარმატებული საქმიანობის კვალდაკვალ, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდეს საგრანტო კუთხით გამოყოფილი დახმარება”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა