თეა ახვლედიანი - გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით 2013 წლიდან მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების ბიუჯეტმა 300 მლნ ლარზე მეტი შეადგინა

გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით 2013 წლიდან მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების ბიუჯეტმა 300 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

თეა ახვლედიანის განცხადებით, 2024 წელსაც გაგრძელდება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის როგორც ზამთრის პერიოდში დახმარება, ასევე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების პროგრამა.

„მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. ამ მიზნით 2013 წლიდან მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში დღემდე განხორციელებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი და საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტმა 300 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, წელს, 6 თვის მონაცემებით, განხორციელდა 60 მილიონამდე ღირებულების პროექტები.

აღსანიშნავია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წელსაც გაგრძელდება როგორც მოსახლეობის ზამთრის პერიოდში დახმარება, ისე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების პროგრამა. მნიშვნელოვანია, რომ სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლის სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა. პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღია, სახლებში დაბრუნების საშუალებას აძლევს”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე