თეა ახვლედიანი თეონა აქუბარდიას - ვერ მივიღებ იმას, თითქოს ჩვენ არ ვახსენებთ, რომ საქართველოში ოკუპანტი რუსეთია და რომ ეს ანგარიშებში არასდროს არ იყო

ვერ მივიღებ იმას, თითქოს ჩვენ არ ვახსენებთ, რომ საქართველოში ოკუპანტი რუსეთია და რომ ეს ანგარიშებში არასდროს არ იყო, - ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას.

„ქალბატონო თეონა, არ დაგიმალავთ და რამდენიმე ჩემი კომენტარი პირადად თქვენც გეხებოდათ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც, ალბათ, აქ წარმოდგენილ ადამიანებს შორის გაქვთ ყველაზე ბევრი და ფართო შესაძლებლობები ჩვენთან თანამშრომლობის, კომუნიკაციის, შეხვედრების, მსჯელობის.

მე, რთულად მახსენდება, ბევრი შემთხვევა, სადაც თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხს ისმენთ, თქვენ, როგორც წესი, ხშირად არ ხართ ოთახში და ამდენად, დღეს, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, ესეც მინდა აღვნიშნო, დიდი პატივია, რომ აქ ბრძანდებით. ეს რომ ასე არ იყოს, 3 წლის განმავლობაში, თქვენ რომ ისმენთ ჩემს მოხსენებებს აქ, რატომ გამოგრჩათ ყველა ის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული თემა, რაზეც თქვენ კვლავ მომმართავთ კითხვით, რომელიც არაერთხელ არის თქვენთვის ახსნილი ძალიან დეტალურად, ძალიან ფართოდ, სიღრმისეულად.

ქალბატონო თეონა, მე ვიცი, რომ ეს თქვენ ყველაზე კარგად იცით, ამიტომ ვერ მივიღებ იმას, რომ ჩვენ არ ვახსენებთ, რომ საქართველოში ოკუპანტი რუსეთია და რომ ეს ანგარიშებში არასდროს არ იყო, ეს რომ არ იყო შარშან და შარშანწინ. თქვენ იცით, რომ მე მაქვს 22-წლიანი დიპლომატიური გამოცდილება და სრულიად მთელი ჩემი პროფესიული, თუ აკადემიური საქმიანობის განმავლობაში, ვემსახურები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვინმეს თუ ჰგონია, რომ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივები, რომელსაც ძალიან ხშირად, ყოველ ჯერზე, ლამის გამარჯობის შემდეგ ვხსნით, რომ ეს არის უფრო დეპოლიტიზებული, ჰუმანიტარული სტატუს ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენებით მოქმედი პოლიტიკა, ის არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ კვეთს ტერიტორიული მთლიანობის ხაზს ან არაღიარების ხაზს. ამდენად, ამას ჩვენ არათუ გავურბივართ, ამას ჩვენ პირველ რიგში, ხაზგასმით ვაჟღერებთ საჯაროდ და ყველა შეხვედრაზე, უკლებლივ ყველგან.

რაც შეეხება კონკრეტულად თქვენ შეკითხვას, ახლახან გალის რაიონში მოკლული კარბაიას თაობაზე, ჩემს წერილობით ანგარიშში ის ვერ აღმოჩნდებოდა იმიტომ, რომ ის იყო 5 დეკემბრის მდგომარეობით გამოგზავნილი, ხოლო ჩემს მოხსენებაში, ზეპირ მოხსენებაში, მე ხაზგასმით აღვნიშნე მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგჯერ ქალბატონო თეონა არის გარემოებები, როდესაც, თუ თქვენ საჯარო განცხადება არ გესმით, არ ნიშნავს, რომ რეაგირება არ ხდება, საქმიანობა არ ხდება. დაგარწმუნებთ, დაუყოვნებლივ ყველა სახელმწიფო უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაუყოვნებლივ რეაგირებს მსგავსს შემთხვევებზე და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, რაზეც უკვე დეტალურად ვისაუბრეთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი