კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც დედაქალაქსა და რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განგაში გამოცხადდა ჩერნიგოვის ოლქშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოსახლეობა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში სარაკეტო საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

მოგვიანებით, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქის დნეპრის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მანქანები იწვა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა