ნინო თანდილაშვილი UNDP-ის კლიმატის ცვლილების მიმართულებით გლობალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP-28) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატის ცვლილების მიმართულებით გლობალურ დირექტორს, კესი ფლინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით.

„გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა არსებითად ღირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად და 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა - დამტკიცდა გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია, გვაქვს პროგრესი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის შესრულებაში. ჩვენ სურვილი გვაქვს, მომავალშიც გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან გაეროს განვითარების პროგრამასა და კლიმატის მწვანე ფონდთან კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვის, ასევე, განათლების სექტორში კლიმატგონივრული მიდგომების შემოტანის მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიის და შვედეთის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

UNDP-ის კლიმატის ცვლილების მიმართულებით გლობალურმა დირექტორმა, კესი ფლინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები გამორჩეულია.

„ქვეყანას აქვს განსაზღვრული პოლიტიკა და ხედვა. ამასთან, სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულებისთვის პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობა“, - აღნიშნა კეისი ფლინმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე