ევროპულ საქმეებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი - ჩვენ მხარს ვუჭერთ რეკომენდაციებს უკრაინისა და მოლდოვას შესახებ, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს

ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ გაფართოებაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ კომისიის რეკომენდაციებს უკრაინისა და მოლდოვას შესახებ. უკრაინამ და მოლდოვამ დიდი ძალისხმევა გასწიეს და მიაღწიეს დიდ პროგრესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ევროპულ საქმეებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, ლორანს ბუნიმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომელსაც ის „X“-ზე (ძველი Twitter) აქვეყნებს.

ბუნის თქმით, გაფართოება უპირველეს ყოვლისა კონტინენტის უსაფრთხოება და სტაბილურობაა.

„გაფართოება უპირველეს ყოვლისა კონტინენტის უსაფრთხოება და სტაბილურობაა. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალის გაგზავნა რუსეთისთვის, რომ რაც მოხდა 2008 ან 2014 წლებში აღარ უნდა განმეორდეს. ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ გაფართოებაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ კომისიის რეკომენდაციებს უკრაინისა და მოლდოვას შესახებ. უკრაინამ და მოლდოვამ დიდი ძალისხმევა გასწიეს და მიაღწიეს დიდ პროგრესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა ლორანს ბუნიმ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება