ნათია თურნავა - ჩვენი საფინანსო სისტემა საერთაშორისო სანქციების სულისკვეთების ერთგულია და არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად - ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი უხარვეზოდ წარიმართოს

ჩვენი საფინანსო სისტემა საერთაშორისო სანქციების სულისკვეთების ერთგულია და არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად - ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი უხარვეზოდ წარიმართოს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეწყვეტილი არ არის და პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„პროგრამა არ გახლავთ შეწყვეტილი. ეს თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც არა ერთხელ დაადასტურა. გადაიდო პროგრამის მეორე მიმოხილვის წარდგენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭოზე. ჩვენც და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვმუშაობთ აქტიურად იმისთვის, რომ პროგრამის ჩვეულებრივი მიმდინარეობა კვლავაც აღდგეს.

რაც შეეხება სანქციების აღსრულების წესთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებულ დაზუსტებას - ეს საკითხი ასევე იყო დასმული საერთაშორისოს სავალუტო ფონდის მიერ, მაგრამ გაცილებით უფრო მოგვიანებით, ვიდრე ისინი გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რომ პროგრამის გარკვეული ეტაპები გადადებულიყო. ჩვენ ძალიან დეტალური განმარტება მივაწოდეთ მათ, რატომ და რანაირად გაკეთდა ეს. ასევე, აქვთ კომუნიკაცია ჩვენს საბანკო სისტემასთან და სრული რწმუნება აქვთ მიღებული მათაც და სხვა დაინტერესებულ საერთაშორისო, თუ კერძო ორგანიზაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა, ჩვენი საბანკო სისტემა ერთგული არის საერთაშორისო სანქციების სულისკვეთების. ჩვენი საფინანსო სისტემა არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად და სფეროდ და ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს უხარვეზოდ,“ - განაცხადა თურნავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს