რომან გოცირიძე თურნავას - ქალბატონო ნათია, ფარცხალაძეზე დაგისვით კითხვა, კომიტეტის სხდომაზეც არ ახსენეთ მისი გვარი - რატომ არ ახსენებთ ფარცხალაძის გვარს? ნუ გეშინიათ

ქალბატონო ნათია, ფარცხალაძეზე დაგისვით კითხვა. კომიტეტის სხდომაზეც მისი გვარი არ ახსენეთ. ნუ გეშინიათ. რატომ არ ახსენებთ ფარცხალაძის გვარს? - ამ კითხვით „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მიმართა.

გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული დადგენილება მავნებლურია.

„თქვენი დადგენილება არის მავნებლური და მაგალითით დაგიდასტურეთ, რომ აშშ-მ ე.წ. ალ შიშანს სოფელ ბირკიანიდან, საქართველოს მოქალაქეს, სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს სანქცია დაუწესა, თუკი ამერიკაში აქტივები, ანგარიშები ჰქონდა, გაუყინა, სანქცია მეტი კი არაფერია. ამიტომ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ანგარიშები უნდა გაეყინოს აქაც, მაგრამ თქვენი დადგენილებით, სანამ საქართველოს გამოძიება არ დაადგენს, რომ ის სირიაში თავს ჭრიდა ადამიანებს, სანამ ჩვენი სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, იკრძალება მანამდე ყოველგვარი სანქციის დაკისრება, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეა, ამიტომ ანალოგიურად რომ მოხდეს ასეთი რამ, ამ კანონის მიხედვით, დაუწესდება სანქცია?“, - აღნიშნა გოცირიძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის არც ერთი რეგულაცია კონკრეტულ სახელს და გვარს არ უკავშირდება.

„იმიტომ არ ვახსენებ, ბატონო რომან, კონკრეტულ სახელებს და გვარებს, რომ არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს. ის და ნებისმიერი სხვა ჩვენი რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა დაცული იყოს და ეფექტურად მოხდეს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება საბაკო სისტემის მხრიდან. ამიტომ, ნუ ეცდებით კონკრეტული სახელის და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ დღესდღეობით საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი“, - განაცხადა თურნავამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა