ნათია თურნავა - არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს

არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ კონსტიტუცია, კანონმდებლობა იყოს დაცული და საბაკო სისტემის მხრიდან ეფექტურად მოხდეს საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება.

„ნუ ეცდებით კონკრეტული სახელის და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ დღესდღეობით საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი. კონკრეტულ სახელებს და გვარებს იმიტომ არ ვახსენებ, რომ არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, არარეზიდენტებთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი არის საჯარო და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს.

„კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ საერთაშორისო ვალდებულებებს. საბანკო სისტემა ერთგულია სანქციების დაცვის პრინციპისადმი. ჩვენ სანქციების არიდებას ჩვენს სივრცეში არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი