სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალურ მდივანს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად საერთაშორისო კონფერენციის მოწყობისკენ მოუწოდებს

სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალურ მდივანს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად საერთაშორისო კონფერენციის მოწყობისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ერთადერთი გზა, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ და სამართლიანად მოგვარდეს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივ წევრთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციის გამართვა იქნება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა არაბული ქვეყნების ლიგის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა