მამუკა მდინარაძე - უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მას ექნება თავის როლი "ნაცმოძრაობის" კლასტერში, ფსევდო შუაშისტური როლია მოდაში და ისინიც ტენდენციებს მიჰყვება

სალომე ზურაბიშვილს თავის როლი ექნება "ნაცმოძრაობის" კლასტერში - ფსევდო შუაშისტური როლია მოდაში, - ამის შესახებფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი "მესიჯებშიც" აირია.

"რამდენიმე დღის წინ კობახიძემ რომ განაცხადა, დიდი შანსია ზურაბიშვილი გადადგეს არჩევნებამდე და მონაწილეობა მიიღოსო, რეაქციები ხომ გახსოვთ? - ვერ მოითმინა და რამდენიმე დღეში თავადაც დაადასტურა ის, რაც კობახიძემ თქვა და რისთვისაც გააკრიტიკეს.

როცა "ნაცმოძრაობის" ნავში გადაჯდები, შემდეგ გიწევს იმის თქმაც - "აი, თუ გადაუხვევს კურსიდან"... ეს "კურსიდან გადახვევა რუსულ ორბიტაზე", მათი მოგონილი ნარატივი და პიარ სტრატეგიის მთავარი ღერძია, ამას მიჰყვება [ზურაბიშვილიც]...თან აირია „მესიჯებში“. აქამდე ხომ იძახდა, რომ კურსიდან გადახვეული გვქონდა, ახლა რომ ჰკითხონ, თუ გადახვეული აქვს "ქართულ ოცნებას", დღესვე უნდა გადადგეს და ჩაერთოს პოლიტიკაში. ახლა ამბობს თუ გადაუხვევენო, ანუ ჯერჯერობით, მისი აზრით, მაინც ასე თუ ისე დასავლურ კურსს ვადგავართ და თუ გადავუხვიეთ... აი, ამ მოგონილ აბსურდში იხლართებიან.

პრაქტიკულად ამით უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მას ექნება თავის როლი "ნაცმოძრაობის" კლასტერში განაწილებულ სხვადასხვა რიგებს შორის - ფსევდო შუაშისტური როლია მოდაში და ისინიც ამ მოდის ტენდენციებს მიჰყვება, როგორც ჩანს", - განაცადა მდინარაძემ და დასძინა: ფსევდო შუაშისტური მოძრაობა დაპოზიციონირდება, როგორც დასავლური ფლანგი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ეს გეგმები შუაში შემოერღვეთ ხელში".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები