პაველ ჰერჩინსკი - ერთიანობა არც ისე მარტივია, ეს არის ძალიან მაღალი თამასა -  მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მოგვიტანს სასარგებლო შედეგებს - იმედი ვიქონიოთ, რომ ეს იქნება შესანიშნავი დღე

მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მოგვიტანს სასარგებლო შედეგებს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნით მიღებაზე განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში ისტორიული გადაწყვეტილებები ერთიანობასა და კონსენსუსს მოითხოვს, რაც არც ისე მარტივია და თამასა ძალიან მაღალია.

„ქალბატონო პრეზიდენტო, პარლამენტის წვერებო, ძვირფასო ელჩებო. რამდენიმე საათში ჩვენ გვექნება ისტორიული შეხვედრა ბრიუსელში. მინდა გამოვიყენო სიტყვა ისტორიული, რომელიც ამ შემთხევას შეესაბამება. 27 ევროკავშირის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მიიღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მე ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ 8 ნოემბერს ძალიან ცალსახად გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, რომ წაიწიონ წინ, მოახდინონ პაკეტების ადაპტირება, გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით მოლდოვასთან და უკრაინასთან, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან მჭიდროდ ევროპული კომისიის რეკომენდაციას. როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირში ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები მოითხოვს ერთიანობას, კონსენსუსს. ამ შემთხვევაში ერთიანობა გულისხმობს იმას, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა განაცხადოს თანხმობა. ერთიანობა არც ისე მარტივია, ეს არის ძალიან მაღალი თამასა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მოგვიტანს სასარგებლო შედეგებს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას“, - განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის, რომელიც საქართველოს მომავალს ეხება.

„ქალბატონო პრეზიდენტო 8 ნოემბერს თქვენ დაიწყეთ ხელმოწერების შეგროვების ინიციატივა, იმ ადამიანებისა, რომლებიც ემხრობიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავ ინიციატივათაგანი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მომავალს. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენი ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში. დღეს აქ ფაქტობრივად ვიმყოფებით ყველანი, ბევრმა კოლეგამ იმოგზაურა მეზობელი ქვეყნებიდან იმისათვის, რომ აქ ჩამოსულიყო, ზოგიერთი კოლეგა ჩამოვიდა საკუთარი დედაქალაქიდან იმისათვის, რომ მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში. ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატში გადავუგზავნო შარლ მიშელს, პრეზიდენტს, რომელიც ჩაატარებს ისტორიულ შეხვედრას, რომელიც დაიწყება დილის 10:00 საათზე. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მეც ვუერთდები პრეზიდენტის განცხადებას, რომ იმედი ვიქონიოთ, კიდევ ერთხელ მოგვეცემა აღნიშვნის შესაძლებლობა და ეს იქნება შესანიშნავი დღე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა