ევროკავშირის ელჩი - ზოგიერთი კოლეგა საკუთარი დედაქალაქიდან ჩამოვიდა, რომ მონაწილეობა მიეღო „ჩემი ხმა ევროპას“ ღონისძიებაში - ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნება, მივიღო ხელმოწერები და გადავუგზავნო შარლ მიშელს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები გადასცა.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის, რომელიც საქართველოს მომავალს ეხება.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, მისთვის დიდი პრივილეგია იქნება, რომ ხელმოწერებს ელექტრონულ ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს გადაუგზავნის.

„დღეს აქ, ფაქტობრივად, ვიმყოფებით ყველანი, ბევრმა კოლეგამ იმოგზაურა მეზობელი ქვეყნებიდან იმისათვის, რომ აქ ჩამოსულიყო, ზოგიერთი კოლეგა ჩამოვიდა საკუთარი დედაქალაქიდან იმისათვის, რომ მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში. ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატში გადავუგზავნო შარლ მიშელს, პრეზიდენტს, რომელიც ჩაატარებს ისტორიულ შეხვედრას, რომელიც დაიწყება დილის 10:00 საათზე. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მეც ვუერთდები პრეზიდენტის განცხადებას, რომ იმედი ვიქონიოთ, კიდევ ერთხელ მოგვეცემა აღნიშვნის შესაძლებლობა და ეს იქნება შესანიშნავი დღე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანია "შენი ხმა ევროპას" დაიწყო.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს დაიწყო და 13 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით დასრულდა, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ელჩები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა