გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკომისიის მხრიდან ხაზი გაესვა ტრანსპორტის გაერთიანების სტრუქტურებში და ღონისძიებებში საქართველოს, როგორც დამკვირვებელი ქვეყნის, აქტიური ჩართულობის ფაქტს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო ურყევად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც მეტყველებს ის მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონისძიებები, რასაც ქვეყანა ახორციელებს. მისი თქმით, ტრანსპორტის სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დარჩენილი რეგულაციების და დირექტივების დანერგვის მიმართულებით.

„მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულ ინტეგრაციას.

საქართველო ერთი წელია, რაც ტრანსპორტის გაერთიანებაში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. გაერთიანება ევროკავშირის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აერთიანებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილე მხარეების ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირთან სამართლებრივ დახლოებას და ევროპულ ბაზრებში ინტეგრაციას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში