აშშ-ის სენატმა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა 2024 ფისკალური წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის კომპრომისული კანონპროექტი დაამტკიცა.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო შეთანხმებული ვერსია ეროვნული თავდაცვის 886 მილიარდი აშშ დოლარით დაფინანსების უფლებას იძლევა, რაც გასულ წელთან შედარებით 28 მილიარდი დოლარით მეტია.

კანონპროექტი ითვალისწინებს 300 მილიონ აშშ დოლარს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. კანონმდებლები ასევე აპირებენ, საჭიროების შემთხვევაში, 2025 ფისკალურ წელს იგივე საჭიროებისთვის 300 მილიონი გამოიყოს.

კანონპროექტი სენატის შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა