ანრი ოხანაშვილი - არავითარი სივრცე აღარ არსებობს, რომ რაიმე პოზიციამ გავლენა მოახდინოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე - ჩვენი პოლიტიკა შეფასებულია დადებითად, საქმე გაკეთებულია და საბოლოო შედეგია სტატუსის მინიჭება

არავითარი სივრცე აღარ არსებობს, რომ რაიმე პოზიციამ გავლენა მოახდინოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე - თუ ასე მოხდება, გაუგებარი იქნება, რას ეფუძნება ევროკავშირის ღირებულებები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, მათი მოლოდინია, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს.

„საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა "ქართულ ოცნებას" იმ რთულ გზაზე, რასაც გავდიოდით ამ ბოლო პერიოდში და სწორედ ჩვენი ხალხის დამსახურებით, ჩვენ შევძელით ღირსებაზე დაფუძნებით დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ამ სტატუსის ოფიციალურად გამოცხადებას, რაც დაიმსახურა ჩვენმა ქვეყანამ.

მაშინ, როცა ყველამ ვნახეთ ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც შეაფასა კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული და სწორედ ამ გატარებული ღონისძიებების შედეგად გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არავითარი სივრცე აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე აქტმა თუ რაიმე პოზიციამ გავლენა მოახდინოს ამ დადებით რეკომენდაციაზე. გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი პოლიტიკა შეფასებულია, შეფასებულია დადებითად, საქმე გაკეთებულია და ამ გაკეთებული საქმის საბოლოო შედეგია სტატუსის მინიჭება. შესაბამისად, თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ევროკომისიის დადებით შეფასებასთან წინააღმდეგობაში მოვა, მაშინ გაუგებარი იქნება ეს ყველაფერი, თუ რას ეფუძნება ევროკავშირის ღირებულებები და ფასეულობები, თუ ევროკომისიის დასკვნა არაფრად არ ღირს. ჩვენ ეს მოლოდინი არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება მიღებული,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი იხსნება, რომელზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებენ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა