ანრი ოხანაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ დე-ფაქტო თავმჯდომარე - არავითარი შანსები არ აქვთ

სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური "ნაციონალური მოძრაობის" დე-ფაქტო თავმჯდომარე - არავითარი შანსები არ აქვთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს იმ ადამიანებთან არის ალიანსში, ვინც მას მოღალატეს ეძახდა.

"ზურგი აქცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მის განცხადებებს არავითარი ძალა არ აქვს, ფუჭია მისი განცხადებები. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს მოღალატედ იხსენიებდნენ და ვინც მას მოღალატეს ეძახდა, მასთან არის დღეს ეს ადამიანი ალიანსში, ეს ნიშნავს გარიგებას ღალატთან, ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც. ამიტომ მას, ვინც ღალატთან გარიგდება, საზოგადოების მხრიდან ვერავითარი მხარდაჭერა ვერ ექნება, რაც არ უნდა პოლიტიკურად იაქტიურონ. დიდი ხანია სალომე ზურაბიშვილს გახსნილი აქვს პოლიტიკური კამპანია და რაც არ უნდა მასთან დაკავშირებულმა რადიკალებმა აწარმოონ პოლიტიკური კამპანია, ვერ ექნებათ ვერავითარი პოლიტიკური მომავალი.

სალომე ზურაბიშვილს წინ გადაეფარა რადიკალური "ნაციონალური მოძრაობა". სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და მოწინავე, მათი დე - ფაქტო თავმჯდომარე. არავითარი შანსები არ აქვთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია